logo_geo
მამუკა მდინარაძე: ტაივანური დაფინანსება ხმარდება ანტიჩინურ კამპანიას
- +

21 მარტი. 2024. 17:20

 

 

ტაივანური დაფინანსება ხმარდება ანტიჩინურ კამპანიას. ანუ, საქართველოს დაზიანებას საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება ნიშნავს საქართველოს დაზიანებას.

 

„მგონი, ტაივანური დაფინანსება ყველაზე გამჭვირვალეა სხვა დაფინანსებებთან შედარებით. სხვა დაფინანსებებთან შედარებით ტაივანური დაფინანსება იმიტომაა გამჭვირვალე, რომ ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურად ვხვდებით, თორემ კი არავის წარმოუდგენია ჩვენთვის ეს დოკუმენტები, არც ჟურნალისტებისთვის. არ დაინტერესებულა ოპოზიციური, „ნაცმოძრაობის“ მედია ამით. მტკიცდება, რომ ტაივანური დაფინანსება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ანტიჩინურ კამპანიას და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დაზიანებაზეა ორიენტირებული. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება ნიშნავს საქართველოს დაზიანებას. მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით და ეკონომიკური კუთხით დაზიანება ნიშნავს იმას, რომ ხვალ უნდა გამოვარდნენ და ახალი, ოდნავ რეალური არგუმენტები თქვან. დღეს ხომ ტყუილებს იძახიან და თუთიყუშებივით იმეორებენ 800 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო, რამდენი დაბრუნდა არაფერს ამბობენ. არადა, აღმოჩნდა, რომ ბოლო მონაცემი ყოფილა დადებითი. მერე ხან რა იკადრეს, რომ ჩვენ თითქოს ემიგრანტებს დავცინეთ. წარმოიდგინეთ, კადრების რა ხარისხი იყო, რომ ჩვენ თითქოს ემიგრანტებს დავცინით ამით. რა ემიგრანტებს?! დასაცინები თვითონ არიან, ემიგრანტებს რა სჭირთ დასაცინი?! ისინი არიან დასაცინები, რომ ე.ი. 800 ათასი ადამიანი რომ გავიდა და თვითონაც მათ რიგებში არიან, იმ მონაცემების მიხედვით, რაც ხელში უჭირავთ, თავად უკან არ არიან დაბრუნებულები. ახლა, სერიოზულად ამ თემაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო მათ?! დასაცინები არ არიან? ემიგრანტებს რა სჭირთ დასაცინი?! მათ სჭირთ დასაცინი, როდესაც ასეთ სისულელეებს ლაპარაკობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი