logo_geo
ია მეტრეველი: იმ ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც აქციაზე დგას, ალბათ შეცდომაშია შეყვანილი, მოტყუებულები არიან ეს ბავშვები
- +

17 აპრილი. 2024. 23:12

 

 

„იმ ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც აქციაზე დგას, ალბათ შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუებულები არიან ეს ბავშვები", - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე დგანან, მათი უმეტესობა ალბათ შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუებულები არიან ეს ბავშვები და მე მინდა მათ მივმართო.

 

ისინი ძალიან პატარები იყვნენ და ზოგი დაბადებულიც კი არ იყო იმ წლებში, რაც ჩვენ გავიარეთ და რასაც ერქვა სააკაშვილის რეჟიმის ჯოჯოხეთური წლები, და მათ არ ახსოვთ, ვინ იყვნენ ესენი და რაებს სჩადიოდნენ.

 

მე მინდა მათ ვთხოვო, კარგად დაფიქრდნენ, გაიაზრონ ყველაფერი, წაიკითხონ ის კანონიც, ყველაფერს კარგად მოუსმინონ და შემდეგ დაუდგნენ მათ გვერდით, იმიტომ რომ ეს საშინელი ბოროტი ძალა თქვენ გატყუებთ.

 

არის დიდი ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია და ეს უკვე ფაქტია. დიდი თანხა არის შემოსული იმ არასამთავრობოებში, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. ესენი არიან ქვეყნის დიდი მტრები“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.

 

 

big_banner
არქივი