logo_geo
გიორგი აბდალაძე: ჩვენ გავიარეთ სრული ჯოჯოხეთი გლდანის ციხეში. ახლა შეწყალებული რომ გამოვა ლაზარე, შეეკითხონ ჟურნალისტებმა, როგორი მდგომარეობა იყო მისთვის პატიმრობის პერიოდში. ვინმე აწამებდა ელექტროშოკით, გაუპატიურებას უპირებდა?
- +

17 აპრილი. 2024. 23:27

 

 

„სულ მაგის ფიქრი მაქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება", - ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული ფოტოები მხოლოდ და მხოლოდ ნაწილია იმ უბედურების, რაც „ჩვენს ქვეყანაში ტრიალებდა“.

 

„მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გავიარეთ სრული ჯოჯოხეთი გლდანის ციხეში. ახლა შეწყალებული რომ გამოვა, ლაზარე, შეეკითხონ ჟურნალისტებმა, როგორი მდგომარეობა იყო მისთვის პატიმრობის პერიოდში, გლდანის ციხეში, ვინმე აწამებდა ელექტროშოკით, უკაცრავად და შეურაცხყოფას აყენებდა, გაუპატიურებას უპირებდა? ამ მდგომარეობიდან გამომდინარე გარდაიცვალა ზურა ქურციკიძე, რომელმაც ვერ გაუძლო ამ წნეხს. ძალიან ვწუხვარ და სულ მაგის ფიქრი მაქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის მობრუნება.

 

რაც შეეხება ახალგაზრდებს, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ყველაფერი რაღაც დიდი სცენარის მიხედვით ხდება და ვიღაცები ცდილობენ ზუსტად ისე გააკეთებინონ, რაც მათ სურთ“, - აღნიშნა აბდალაძემ.

 

 

big_banner
არქივი