logo_geo
ირაკლი კობახიძე: განუზომელია ილია მეორის ღვაწლი საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში
- +

24 მარტი. 2017. 21:10



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა საქართველოს თავისუფლებისა და აღორძინების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.


„განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ღვაწლი საქართველოს თავისუფლებისა და აღორძინებისთვის ბრძოლის საქმეში უწმინდესო და უნეტარესო, თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დოკუმენტს 1990 წელს ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1 წლით ადრე მსოფლიო პატრიარქმა მოაწერა ხელი. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საქართველოს ეკლესიას და მის ავტოკეფალიას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


 

big_banner
არქივი