logo_geo
18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ამათი ნახვა აკრძალულია!
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:11


 

„ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ახალი სახეები: ოთო (იგივე ოთარ) კახიძე - ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გადეპუტატებამდე. ნაადრევად გაავებული და გამარგინალებული;

 

ელენე ხოშტარია - ყოფილი „ძველი ბიჭი" პლეხანოვზე. როცა ის საქმეებს არჩევდა, თეა წულუკიანი წიგნებს კითხულობდა, მაგრამ რად გინდა? დღეს ერთი პარლამენტარია, მეორე - იუსტიციის მინისტრი. ელენე ფაქტობრივად ითვლება იმის ზემდგომად, ვინც წიგნების კითხვაში ათენებდა და აღამებდა. სიმართლეს ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რა საჭიროა წიგნი, როცა არსებობს გუგლი? გარდა ამისა, ელენეს დევიზი ცხოვრებაში იყო: „მუშაობამ ვირი მოკლა, სწავლამ კიდევ ლენინი";

 

სალომე სამადაშვილი - დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი, მაგრამ რა აზრი აქვს? როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობდა: განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.

 

მოარიდეთ მოზარდები ტელეეკრანს, როცა ეს ადამიანები გამოდიან და ამაღლებულ თემებზე ლაპარაკობენ. ყველაზე კარგად მათ ფოტოობიექტივი შიფრავს. თუ მაინც მოჰკრავთ თვალს, დაანთეთ სანთელი და ილოცეთ, რომ თქვენ არ ხართ მათ ადგილზე.


 

თათული შენგელია


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი