ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება რობერტა მეცოლას Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას დღეს შეხვდა.