logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე დეოლიგარქიზაციაზე: საფუძვლად ვიღებთ უკრაინულ კანონს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ხმებით ამ კანონის მიღება არ გვსურს
- +

21 სექტემბერი. 2022. 18:09

დეოლიგარქიზაციის მიმართულებით კონკრეტიკა არ არსებობს, ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია არ გვაქვს არც ევროკავშირის მხრიდან. მათ ეს საკითხი ჩვენ მოგვანდეს და გვითხრეს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ ურჩევნიათ ამ პუნქტის შესრულება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინის შემთხვევაში ეს კანონი მათ მოიწონეს. უკრაინისთვის წაყენებულ პირობებში წერია, რომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ კანონის აღსრულებაზე. ამიტომ ჩვენ საფუძვლად ვიღებთ ამ კანონს და მას მივუსადაგებთ ქართულ რეალობას. თუმცა ჩვენ არ გვინდა, ეს კანონი მივიღოთ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. თუ ოპოზიციის მხრიდან ამ კანონს არ ექნება მხარდაჭერა, მაშინ ასეთი კანონის მიღებას აზრი არ აქვს. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს და ვუთხარით, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ამ კანონის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პროექტის განხილვა კომიტეტში ჯერ არ დაწყებულა. თუ ამ კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა ექნება, შემდეგ ვიმსჯელებთ მის მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად ამის მიღებას არ აპირებს“, - აცხადებს სამხარაძე.

big_banner
არქივი