logo_geo
ილია დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა
- +

7 ოქტომბერი. 2022. 01:46

 

 

პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„პრემიერ-მინისტრს, არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შალ მიშელთან, ამ შეხვედრამ სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრს ჰქონდა კონკრეტული საკითხები, სადაც მან მთავარი აქცენტი გააკეთა იმ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს იმისთვის, რომ რეაგირება და ფოკუსი გააკეთოს იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.

 

პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან ესაუბრა, თუ რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ რეკომენდაციებთან მიმართებაში გადავდგათ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები და ჩვენ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვფიქრობ, ორივე შეხვედრა იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და ამას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი