logo_geo
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბევრს ოპოზიციაში უნდა არა მმართველობის სისტემის შეცვლა, არამედ აქედან კონკრეტული ადამიანები გაყარონ და თვითონ დაეუფლონ იგივე სისტემას
- +

16 ნოემბერი. 2022. 18:58

ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პარტიის ან ადამიანის ხელში, ეს არა „ქართული ოცნების“, არამედ ზოგადი პრობლემაა, იმიტომ წინა ხელისუფლებების დროსაც იგივე ხდებოდა. ეს პრობლემა რომ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ოლიგარქის ხსენება არ იქნებოდა არსად - ჩაიწერებოდა, რომ აუცილებელია ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ბევრ ადამიანს ოპოზიციაში უნდა არა ზოგადად მმართველობის სისტემას შეცვლა, არამედ აქედან კონკრეტული ადამიანები გაყარონ და თვითონ დაეუფლონ იგივე სისტემას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მე ზოგადად არ მაღიზიანებს, თუ ჩვენი ქვეყანა რაღაცის გამო უნდა შეაქონ - რატომაც არა, შეაქონ. როცა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, და ამის გამო ვიღაც შეგვაქებს, ძალიანაც კარგი. ახლა შეიძლება მინდოდეს, რომ სხვანაირად იქცეოდეს მთავრობა და უკეთესი შედეგი გვქონდეს, ან არ მივიჩნევდე, რომ ეს მთავრობის დამსახურებაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვიღაც რომ გვაქებს, განსაკუთრებით, თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან არიან, რატომ უნდა გვწყინდეს, რატომ უნდა ვბრაზდებოდეთ ამის გამო. ხომ ცხადია, რომ ამ 12 პუნქტიდან რაღაც პუნქტები უკვე შესრულებულია ან სრულდება. არის პრობლემური პუნქტები, რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად რა შინაარსიც აქვს ამ სიტყვას და როგორც მას იყენებენ რუსეთსა და უკრაინაში, ჩვენთან ეს არ არის შესაბამისობაში. რაღაცნაირად სალანძღავი სიტყვა გახდა და ვიღაცას ვეუბნებით, რომ ოლიგარქია და ცუდია. თავისი განმარტებით, ვიღაც რომ მდიდარი ადამიანია და გავლენა აქვს პოლიტიკაზე, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი? ეს ხომ ბუნებრივი ამბავია, ამის გამო ადამიანი ხომ არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენ რა პრობლემებიც გვაქვს, ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პარტიის ან ადამიანის ხელში, ეს არა „ქართული ოცნების“, არამედ ზოგადი პრობლემაა, იმიტომ წინა ხელისუფლებების დროსაც იგივე ხდებოდა. ეს პრობლემა რომ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ოლიგარქის ხსენება არ იქნებოდა არსად - ჩაიწერებოდა, რომ აუცილებელია ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ბევრ ადამიანს ოპოზიციაში უნდა არა ზოგადად მმართველობის სისტემის შეცვლა, არამედ აქედან კონკრეტული ადამიანები გაყარონ და თვითონ დაეუფლონ იგივე სისტემას“, - აცხადებს რაქვიაშვილი.

big_banner
არქივი