logo_geo
ბექა დავითულიანი კურტ ვოლკერზე: კეზერაშვილთან ამ შეხვედრითაც და მისი პოზიციითაც ყოველთვის გვეუბნება, რომ ის არის ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის მომხრე
- +

16 ნოემბერი. 2022. 20:42

კურტ ვოლკერი, როდესაც დიდაქტიკური ტონით გველაპარაკება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე, ეს არის მისი მხრიდან თვალთმაქცობა, თვითონაც არ სჯერა ამის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა კეზერაშვილი-ვოლკერის შეხვედრის თემის კომენტირებისას.

რაზეც გველაპარაკება, ამას თვითონ ხედავს ინსტრუმენტად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის. თვითონვე ამ შეხვედრითაც და მისი პოზიციითაც ყოველთვის გვეუბნება, რომ ის არის ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის მომხრე“, - აღნიშნავს დავითულიანი.

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, „კვირას“ მიაწოდა ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.

დღეს კი გერმანელმა ჟურნალისტებმა სააგენტო„კვირას” კიდევ ერთი ფოტო მიაწოდეს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია გადაღებული.

big_banner
არქივი