logo_geo
მამუკა მდინარაძე ვალერი გრიგალაშვილის განცხადებაზე: ეს არის ერთი ადამიანი, რომელსაც წამოსცდა ის, რასაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უმეტესობა ფიქრობს
- +

16 ნოემბერი. 2022. 21:29

ეს არის უბრალოდ ერთი ადამიანი, რომელსაც წამოსცდა ის, რასაც მათი ლიდერების უმეტესობა ფიქრობს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორის და თბილისი ყოფილი პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის განცხადებას.

ერთ ადამიანზე და მის სახელსა და გვარზე საუბარს, მე მგონი აზრიც არ აქვს, ეს ადამიანი და სხვები არიან „ნაცმოძრაობის“ სახეები, მათი მენტალობის, მათი შეგნების და მათი იდეების გამტარებლები, იმ შემთხვევაში თუ ოდნავ მაინც ჩაუვარდებათ ძალაუფლება ხელში. ეს არის უბრალოდ ერთი ადამიანი, რომელსაც წამოსცდა ის, რასაც მათი ლიდერების უმეტესობა ფიქრობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვალერი გრიგალაშვილი „ქართულ ოცნებას“ თბილისში ბოძებზე გაკვრით ემუქრება.

„ხერსონში უკრებმა მოღალატეები ბოძებზე გააკრეს, ქოცების ჩამოცილების შემდგომ ათამდე ბოძი თბილისშიც დაგვჭირდება, - დაწერა „ფეისბუქზე“ ვალერი გრიგალაშვილმა.

big_banner
არქივი