logo_geo
ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა
- +

16 ნოემბერი. 2022. 22:29

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურის სფეროში კავშირების გააქტიურებასა და სამომავლო გეგმებზე.

მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ხვალ ხელს მოვაწერთ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული კავშირების გაძლიერების და თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადასვლის. ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, კულტურის სფეროში მემორანდუმის ფარგლებში გაწერილ სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და ამავე კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

big_banner
არქივი