logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: სვენ მიქსერმა დადო ძალიან დაბალანსებული ანგარიში, თუ რა ხდება საქართველოში, შემდეგ გამოიდეს თავი ყველასთვის კარგად ნაცნობმა ევროპარლამენტარებმა, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები
- +

16 ნოემბერი. 2022. 23:32

სვენ მიქსერმა დადო ძალიან დაბალანსებული, კარგი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ ასრულებს ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შემდეგ გამოიდეს თავი ყველასთვის კარგად ნაცნობმა ევროპარლამენტარებმა - კუბილიუსმა, იუკნევიჩიანემ და ა.შ. ეს არის 4-5 ადამიანი, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და არ უშვებენ შანსს, ზიანი არ მიაყენონ „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ევროკომისია - ეს არის ოფიციოზი და ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია. ევროპარლამენტი შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და დეპუტატებისგან. სვენ მიქსერმა დადო ძალიან დაბალანსებული, კარგი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ ასრულებს ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შემდეგ გამოიდეს თავი ყველასთვის კარგად ნაცნობმა ევროპარლამენტარებმა - კუბილიუსმა, იუკნევიჩიანემ და ა.შ. ეს არის 4-5 ადამიანი, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და არ უშვებენ შანსს, ზიანი არ მიაყენონ „ქართულ ოცნებას“. ისინი ვერ ხვდებიან ერთ რამეს, ან ხვდებიან და სპეციალურად აკეთებენ ამას - „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენება ნიშნავს საქართველოსთვის ზიანის მიყენებას. ეს განსხვავებაა ოფიციალურ პოზიციასა და ევროპარლამენტის პოზიციას შორის. ჩვენ გვყავს ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პარტია, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებსაც და ობიექტურ რეალობას, თუმცა თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს, რაიმე ხაზი გაატაროს, დამცავი მექანიზმი საპარლამენტო ასამბლეებში ნაკლებად არსებობს. დამცავი მექანიზმი არსებობს ოფიციალურ წრეებში და აღმასრულებელ დონეზე. ევროკომისია აჟღერებს ევროკავშირის პოზიციას. მაგალითად, დღეს რომ კობა ნაყოფიამ რაღაც განაცხადოს, ეს ხომ არ არის საქართველოს ოფიციალური პოზიცია. ან თუნდაც ჩემი განცხადება რომ ჩაითვალოს საქართველოს ოფიციალურ პოზიციად - ამას სჭირდება მთავრობის განცხადება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეს 4-5 ადამიანი მუდმივად გვერჩის. მთავარია, რას იტყვის ევროკომისია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ჩვენ ვმუშაობთ ევროკომისიასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებთან და ევროპარლამენტთანაც, მაგრამ ზოგიერთ დეპუტატთან მუშაობა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მათ სხვა მოტივაცია ამოძრავებს“, - აცხადებს სამხარაძე.

big_banner
არქივი