logo_geo
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: საკუთარ ამომრჩეველს ცხელ შემოდგომას დაჰპირდნენ, თუმცა მიიღეს ნული
- +

27 ნოემბერი. 2022. 20:45

 

 

 

„საკუთარ ამომრჩეველს ცხელ შემოდგომას დაჰპირდნენ, თუმცა მიიღეს აბსოლუტურად ნული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ კვირას განუცხადა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა.

 

„ისინი მუდმივად ატყუებენ, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს. ისინი გასცემენ ცრუ დაპირებებს და თავადვე ხდებიან საკუთარი სიცრუის მსხვერპლი. ესეც ამის მორიგი მაგალითია - საკუთარ აქტივისტებს, საკუთარ ამომრჩეველს ცხელ შემოდგომას დაჰპირდნენ, თუმცა მიიღეს აბსოლუტურად ნული“, - განაცხადა კობახიძემ.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარე, სამი კვირის თავზე უნდა აირჩიოს. რა პროცესები მიდის პარტიაში, ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.

 

 

 

 

big_banner
არქივი