logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორებს შეხვდა
- +

14 დეკემბერი. 2022. 19:53

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, მარსელ როთიგსა და საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ია თიკანაძეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისადმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერას.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტთან ფონდის მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აღნიშნეს და ასევე, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ფონდს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

big_banner
არქივი