logo_geo
დავით სონღულაშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან ურბანული ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა
- +

24 იანვარი. 2023. 01:09

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო პოლიტიკა, სექტორში არსებული სიტუაცია და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ურბანული ტრანსპორტის განვითარებასა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაეთმო.

ხაზი გაესვა რეგიონული პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) მნიშვნელობას, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ არის დაფინანსებული და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტის წარმატებული განხორციელება და ამ მიმართულებით ახალი პროექტის დაწყება.

შეხვედრაზე სრული მზადყოფნა გამოითქვა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

big_banner
არქივი