logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე: ველოდებით 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს NATO-ს წევრობასთან
- +

2 თებერვალი. 2023. 12:35

 

 

დღეს NATO-ს შტაბ-ბინაში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. 2023 წლის პირველ შეხვედრაზე განიხილავენ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, მიმდინარე რეფორმებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

 

2023 წლის სამიტისთვის მზადება დაწყებულია და ქართული მხარე პარტნიორებს საქართველოს მოლოდინს გააცნობს.

 

„განვიხილავთ 2022 წელს მიღწეულ პროგრესს, გვექნება როგორც პოლიტიკური მიმოხილვა, ასევე უსაფრთხოების და რეგიონში არსებული ვითარების მიმოხილვა. წინასწარი ანგარიში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მეტ-ნაკლებად პოზიტიურად არის დანახული ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო. ამიტომ ველოდებით საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერ დისკუსიას და 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს NATO-ს წევრობასთან“, - აცხადებს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

 

 

big_banner
არქივი