logo_geo
მამუკა მდინარაძე: დღეს შეგვიძლია ციფრებითა და ფაქტებით დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა ამ ორგანიზაციისთვის
- +

29 აპრილი. 2023. 23:42

"დღეს ჩვენ შეგვიძლია ციფრებითა და ფაქტებით დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა რაც იყო კონკრეტული მიზნისათვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა ამ ორგანიზაციისთვის და მე ვურჩევდი მის ხელმძღვანელებს, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები,"- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამის დასტურად შემიძლია მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან, როდესაც ისინი წერენ, რომ 19% აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენს მხარდასაჭერად დღეს, საერთო ამომრჩევლების სიით, ამომრჩევლის 30% მივიდა საარჩევნო უბნებთან. ამიტომ, გაყალბება სახეზეა, ხელისგულზეა IRI-ს მხრიდან და რეალურად, დღეს ამ ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა.“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

big_banner
არქივი