logo_geo
ნიკოლოზ რევაზიშვილი: კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან
- +

23 მაისი. 2023. 10:43

 

 

კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან“, - ამის შესახებ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.

 

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. კატარის რიგით მესამე ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი იმართება კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის თანაორგანიზებით. ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან“, - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი