logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი ფადი ასლის განცხადებაზე: ისეთი გზავნილი უნდათ შემოიტანონ, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირდაპირ მტრობაა
- +

23 მაისი. 2023. 13:00

 

 

ყველა ქართველისთვის, უმრავლესობისთვის ეს მიუღებელი გზავნილია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა ფადი ასლის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

 

„აქაც პირდაპირ ჩანს ეს მზაკვრობა, რომ ქართველს ვერ გააბედვინეს ამ საკითხის დასმა. ისეთი გზავნილი უნდათ შემოიტანონ, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირდაპირ მტრობაა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

 

 

big_banner
არქივი