logo_geo
რატი იონათამიშვილი „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე: გამოდის, ხოშტარიამ წინასწარ იცოდა, რომ სასტუმროში არავინ იყო და საკუთარი მცირერიცხოვანი აქტივისტები მოატყუა
- +

23 მაისი. 2023. 14:44

 

 

გამოდის, ხოშტარიამ წინასწარ იცოდა, რომ სასტუმროში არავინ იყო, ისე მოატყუა საკუთარი მცირერიცხოვანი აქტივისტები, გაიყვანა სასტუმროსთან აქციის მოსაწყობად და მათი ნდობით ისარგებლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ ყვარელში გამართულ აქციაზე საუბრისას განუცხადა.

 

„ამით ჩანს ამ ადამიანების მიმართ მისი დამამცირებელი დამოკიდებულება. საინტერესოა მათი რეაქცია. ისინი ეგუებიან რომ ასეთი „ლიდერი“ ჰყავთ, რომელსაც შეუძლია მოატყუოს ისინი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადი ამბიციები დაიკმაყოფილოს.

 

კიდევ უფრო უხერხული იყო პრეზიდენტის როლი ამ პროცესებში. როგორც ჩანს ტყუილზე დაფუძნებული აქცია მან გაასაღა როგორც გამარჯვება და ამით კიდევ უფრო მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

ხოშტარია ადასტურებს, რომ ყვარელში, აქციის მიმდინარეობისას უკვე იცოდა, რომ სტუმრები საქართველოში აღარ იმყოფებოდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებს ამის შესახებ არ უთხრა.

 

 

big_banner
არქივი