logo_geo
არჩილ თალაკვაძე თაკო ჩარკვიანის დაანონსებულ აქციაზე: სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რა აქციების ჩამტარებლები არიან, ბევრჯერ ვნახეთ
- +

23 მაისი. 2023. 14:56

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატის თაკო ჩარკვიანის დაანონსებულ მასშტაბურ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციისგან მსგავსი ანონსი ახალი ამბავი არ არის.

 

ოპოზიცია, მათ შორის ქალბატონი ჩარკვიანი მუდმივად აანონსებს აქციებს, ეს ახალი არ არის, ვფიქრობ უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რა აქციების ჩამტარებლები არიან, ბევრჯერ ვნახეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

„ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, ეს ფაქტია. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით“, - განაცხადა პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

 

 

big_banner
არქივი