logo_geo
შალვა პაპუაშვილი: პრაგმატულ პოლიტიკას, საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი, განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა ღირსეული დაბრუნებისთვის
- +

8 ივნისი. 2023. 14:15

 

 

საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი და განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული პირების მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილი მადლობას უხდის რეზოლუციის მხარდამჭერებს.

 

გაერო-გენერალურმა ასამბლეამ აქამდე ყველაზე მეტი, 100 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდი რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს, ასევე, მათ, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ არ წავიდა“, – წერს პაპუაშვილი.

 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

 

 

big_banner
არქივი