logo_geo
„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს დღეს თელავსა და ახმეტაში გამართავს
- +

21 ივნისი. 2023. 10:07

 

 

„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს დღეს თელავსა და ახმეტაში გამართავს. თელავის დრამატულ თეატრში კონფერენცია 15.00 საათზე ჩატარდება, 17.00 საათზე კი, კონფერენცია გაიმართება ახმეტაში.

 

მმართველმა პარტიამ კონფერენციები გუშინ შიდა ქართლში დაასრულა. ბოლო შეხვედრა კასპში შედგა და გადაწყდა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს.

 

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მმართველი პარტიის ლიდერებმა ხაშურსა და ქარელში. ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია შედგება.

 

 

big_banner
არქივი