logo_geo
ალუდა ღუდუშაური ბიზნესომბუდსმენს შეხვდა
- +

22 ივნისი. 2023. 15:59

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, ოთარ დანელიას შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

 

როგორც ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყურადღება გამახვილდა ორი წლის წინ, მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ, ბიზნესის წახალისებისა და დარეგულირების მიზნით მიღებულ „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე.

 

„საუბარი გქონდა პრაქტიკაში ბიზნესის მხრიდან რამდენად სწორად არის დანახული კანონმდებლობაში ჩვენ მიერ ჩადებული მიდგომები და რეგულაციები, ხომ არ იყო ბიზნესიდან ისეთი წუხილები, რომელიც სისტემატიზებულ ხასიათს ატარებს და რომელიც ახლებურად გადააზრებას ან მიდგომას საჭიროებს.

 

როგორც ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, კანონმდებლობით გათვალისწინებული  რეგულაციებს დადებითი და ხელშესახები შედეგები მოაქვს და  „მეწარმეთა შესახებ კანონის“  მიღება ბიზნესისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

 

მათი მხრიდან მოვისმინეთ ინფორმაცია  დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ. შევთანხმდით, რომ ამ ვითარებაში და მათ შორის, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ბიზნესთან ერთად ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომელიც ახლებურ მიდგომებს საჭიროებს იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა  ვაქციოთ შესაძლებლობად და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ბიზნესს.

 

ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ქმნის იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. ძლიერი ბიზნესი წარმოშობს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილს და დაგროვილი დოვლათი, რომელიც თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში უნდა იყოს, განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის წინსვლა და განვითარება იქნება შეუქცევადი“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

big_banner
არქივი