logo_geo
გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე
- +

22 ივნისი. 2023. 23:25

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

big_banner
არქივი