logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ვაკვირდებით ოპოზიციის ხმაურს, რომლებიც არ უშვებენ შანსს ხელიდან, რომ მთავარ მიზანს მიაღწიონ - გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია და აღარ ერიდებიან არც რუსეთში მიმდინარე მოვლენების ამ მიზნისთვის გამოყენებას
- +

24 ივნისი. 2023. 20:43

 

 

ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ და ვაკვირდებოდეთ იმ მოვლენებს, რომლებიც საინტერესოდ ვითარდება რუსეთში და ამას აკეთებს დღეს მთელი მსოფლიო - აკვირდებიან იმ მოვლენებს, რაც ხდება და რა პროცესები შეიძლება გამოიწვია ამან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

„წინასწარ დასკვნების გაკეთება და რაიმეს თქმა, შეფასებები რთულია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავშეკავებულად დავაკვირდეთ ამ პროცესებს და რა შეიძლება მოჰყვეს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე მსოფლიოში მთავარ გამოწვევებზე, რაც ევროპისა და ჩვენს წინაშე დგას. ასევე ვაკვირდებით ქვეყანაში ოპოზიციის ხმაურს, რომლებიც არ უშვებენ შანსს ხელიდან, რომ მთავარ მიზანს მიაღწიონ - გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია და აღარ ერიდებიან არც რუსეთში მიმდინარე მოვლენების ამ მიზნისთვის გამოყენებას. დღეს დილიდან არის უცნაური მოწოდებები, რამაც ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დესტაბილიზაცია და მათი მთავარი მიზანი იყოს მიღწეული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი