logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

26 ივნისი. 2023. 18:56

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩთან ულრიკ თიდესტრომთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების გზაზე სხვადასხვა მიმართულებით შვედეთის სამეფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შვედეთის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

 

საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და ამ პროცესში შვედეთის მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

 

აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის  12 რეკომენდაციის შესრულების პოზიტიური დინამიკა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ულრიკ თიდესტრომს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

big_banner
არქივი