logo_geo
ირაკლი კობახიძე: ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან
- +

5 ივლისი. 2023. 23:35

"ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან პრინციპულად რჩება იგივე რეჟიმი, რაც აქამდე იყო და ეს არის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი.

იცით, აქამდეც რა პოლიტიკა ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას, არა მარტო წელს, ან შარშან, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. კრიმინალებს იფარავს უკრაინის ხელისუფლება, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები დღემდე არიან უკრაინის ხელისუფლების მფარველობის ქვეშ. ცნობილი, უმძიმესი კრიმინალები არა მარტო მფარველობის ქვეშ არიან, ისინი მაღალ თანამდებობებს იკავებენ უკრაინის ხელისუფლებაში. კიდევ ერთი კრიმინალი, სააკაშვილი პირდაპირ კონტეინერით გამოგვიგზავნეს საქართველოში. ეს ხომ მათ გააკეთეს. ასეთ პირობებში, სამწუხაროდ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ამას აქვე ერთადერთი მიზეზი, ჩვენთვის მთავარია უკრაინელი ხალხი და ეს ქვეყანა, რომელთანაც საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. არ გვაინტერესებს არაფერი ამის გამო და ვამბობთ შემდეგს - დღეს არის არამეგობრული, არაჯანსაღი, შეურაცხმყოფელი ნაბიჯები, მაგრამ ეს ხელისუფლება დღეს ხელმძღვანელობს ომში მყოფ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ქვეყანას და აქედან გამომდინარე არ შევდივართ ამ პოლემიკაში. ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
big_banner
არქივი