logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგის ეჭვქვეშ დაყენების მომენტში, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ან მოადგილეს უნდა მოემართა, ახლა პროცედურა დასრულებულია
- +

10 ივლისი. 2023. 20:56

"თუ კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართონ, რომ მოხდეს საკითხის გადამოწმება. რიგგარეშე სხდომაზე, როცა კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა მოითხოვა სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული დარღვევა პროცედურაზე არ ჩანდა პრეტენზია აღარ გაგრძელებულა და სხდომა ჩვეულებრივად გაგრძელდა.

„საპარლამენტო ცხოვრება დაკავშირებულია პროცედურასთან და სხდომის თავმჯდომარეც შეზღუდულია დადგენილი პროცედურით. პროცედურა არის შემდეგი – თუ კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართონ, რომ მოხდეს საკითხის გადამოწმება. რიგგარეშე სხდომაზე, როცა კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა მოითხოვა სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია იაგო ხვიჩია და თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა. მათ შორის, ამ მომართვის შინაარსობრივი დასაბუთება უნდა ყოფილიყო. ყოველ კენჭისყრაზე 80-90 საკითხი გამოდის. თეორიულად შეიძლება, ყველა კენჭისყრის შემდეგ ვიღაცამ წამოიძახოს და პრეტენზია ჰქონდეს. ამიტომაც არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გასაჩივრება და პოლიტიკური ჯგუფის სახელით მისი თავმჯდომარე საუბრობს და არა – ჯგუფის ყოველი წევრი. როდესაც, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, ვთქვი, რომ რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ ჩანდა, პრეტენზია აღარ გაგრძელებულა და სხდომა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია პროცედურების დაცვა, რადგან საქმე ეხება კანონმდებლობას და არა უბრალოდ გადასაწყვეტ საკითხებს. ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, ამას უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის ჩვენი მონაცემები, რაც არის. თუ ასე მივუდექით, შეიძლება, ისტორიულად ჩატარებული ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს და დავიწყოთ ამის ძიება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

big_banner
არქივი