logo_geo
პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
- +

12 ივლისი. 2023. 21:12

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა ოთხ მსხვილ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეამოწმოს მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები შესაბამისი ტექნიკით.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას. საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის.

 
big_banner
არქივი