logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ადგილი აქვს წინდებით საგნის გატანას, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ რაღაცის დამალვას, ასეთ დროს ბუნებრივია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება
- +

18 ივლისი. 2023. 00:25

"მაქსიმალურად სკრუპულოზური უნდა იყოს ყველა იმ ღონისძიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პატიმრის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების უსაფრთხოებას," – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ვივამედში“ 14 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

იმ ინციდენტმა, რასთან დაკავშირებითაც მანამდე იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა განცხადებები და შემდეგ საკმაოდ ფართო დისკუსიის საგანი გახდა, ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, გაჩნდა დასკვნების გაკეთებისთვის მიზეზები. კერძოდ, ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ რაკი მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილსინდისიერებაში დაეჭვების და ასეთი ვარაუდების ჩამოყალიბების საფუძველი არსებობს, ბუნებრივია, შეიძლება, არსებობდეს რისკი, რომ გარკვეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, საიდან შეიძლება გაჩნდეს ასეთი რისკები, ამის პროგნოზირება, ზუსტად იდენტიფიცირება, რასაკვირველია, ძნელია და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია ყურადღება, რომელიც მართებს პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებული ნაბიჯია ასეთი ტიპის ღონისძიებების გამკაცრება და დამოკიდებულების გამკაცრება. ვფიქრობ, ეს ნორმალური ნაბიჯია იქიდან გამომდინარე, რასაც მანამდე ადგილი ჰქონდა. ეს ლოგიკურად გამოიყურება უბრალოდ იმ ფონზე, როდესაც იქმნება გარკვეული რისკი, რომ შეიძლება, არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ადგილი ჰქონდეს. ეს ერთგვარ მინიშნებად და გაკვეთილად უნდა აღვიქვათ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იყოს მაქსიმალურად სკრუპულოზური ყველა იმ ღონისძიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პატიმრის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების უსაფრთხოებას და ა.შ.“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ხომ არ იბადება ეჭვი უკვე კანონიერად გატანილ ბიოლოგიურ მასალასთან დაკავშირებითაც, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ როდესაც ადგილი აქვს წინდებით რაღაც საგნის გატანას, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ რაღაცის დამალვას და ასეთ დროს ბუნებრივია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

მეჩვენება, რომ აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ პირველივე შეხედვისთანავე, როდესაც ადგილი აქვს ადამიანის მხრიდან წინდებით რაღაც საგნის გატანას, ასეთ დროს, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ რაღაცის დამალვას, ისეთის, რომლის გამხელისგან რაღაც მიზეზის გამო თავს იკავებენ. ბუნებრივია, ასეთ დროს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კარგი რაღაც დასამალი არ იქნებოდა. ბუნებრივია, იბადება ეჭვი არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს აქვს ინტერესი, რის გამოც შეიძლება, რაღაც მანკიერი, არასწორი, უსაფრთხოების დამაზიანებელი დაეგეგმა. ასეთ დროს ბუნებრივია, აბსოლუტურად თანმიმდევრული გადადგა ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. აქ ამ შემთხვევაში იგულისმება არამხოლოდ უსაფრთხოება უშუალოდ პატიმრის და ასე შემდეგ, არამედ მისგან მოპოვებული მტკიცებულებებისაც. იმავდროულად ეს ხომ მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ხშირ შემთხვევაში გამხდარა მანიპულაციების საგანი, საფრთხე. მაგალითად, დიდი ალიაქოთი ამტყდარა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ადგილი აქვს პატიმრის მოწამვლას, თუმცა მერე არ დადასტურდა ეს გარემოება. მარტო ასეთი არასწორი აჟიოტაჟების შექმნა რომ არ მოხდეს, მათ შორის, ამ თვალსაზრისითაც უმჯობესი იქნება, რომ გარკვეული მკაცრი კონტროლი, რა თქმა უნდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, ხორციელდებოდეს. ეს არის აბსოლიტურად სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

big_banner
არქივი