logo_geo
ქეთი დუმბაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს
- +

13 აგვისტო. 2023. 21:12

 

 

ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა ქეთი დუმბაძემ.

 

საზოგადოების ერთი ნაწილის მის მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება. დუმბაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

 

„ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დუმბაძემ.

 

 

big_banner
არქივი