logo_geo
ირაკლი კობახიძე: ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“
- +

13 სექტემბერი. 2023. 11:11

 

 

„ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე თავის დროზელელოდა გახარია იყო. ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგონაცია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში.

 

ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც აკეთებენ მათი პატრონები, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, რატომ ვიგებთ არჩევნებს და რატომ აგებენ არჩევნებს ნაცები ყოველ ჯერზე. ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა ნაცს წარმოაჩენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას. შესაბამისად, მუდმივად ცდებიან ისინი დაგეგმვაში და მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ. ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე თავის დროზელელოდა გახარია იყო. ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგონაცია“. აქედან გამომდინარე, როგორი ასეთი პროექტებიც უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება სხვა რომელიმე გვარი იყოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ვერ შეასაღებ ქართულ საზოგადოებას ლომჯარიას არანაცად და იმ ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო არიან დღეს შეკრებილი, ისინი არიან ჩვეულებრივინაცები, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი