logo_geo
მაია ბითაძე: ოც წელზე მეტია ვცდილობთ კანონმდებლობა დავუახლოოთ იმ სტანდარტებს, რაც ყოველდღიურად აუმჯობესებს ადამიანების კეთილდღეობას. ჩვენი ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი
- +

14 სექტემბერი. 2023. 18:11

 

 

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს დასკვნაში ევროკომისია და ევროკავშირი ადეკვატურად შეაფასებენ იმ ძალისხმევას, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო გაღებული“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

 

იმ ძალიან მძიმე ტურბულენტურ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, როდესაც არის მიზანმიმართული მცდელობები, რომ მმართველი ძალის ბრენდირება მოხდეს, თითქოს ის რუსულია, მაშინ, როდესაც მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს რომ მკითხონ, რუსულ საქმეს სწორედ ისინი ეწევიან, რათა როგორმე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს არის კატასტროფა. ოც წელზე მეტია, ვცდილობთ, კანონმდებლობა დავუახლოოთ იმ სტანდარტებს, რაც ყოველდღიურად აუმჯობესებს ადამიანების კეთილდღეობას. ჩემი, როგორც მოქალაქის აზრით, ჩვენი ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. მაგალითად, გარემოს დაცვის სფეროში სტანდარტების 65% მთლიანად გვაქვს შესრულებული და ეს ევროკავშირის ანგარიშებშიც წერია. უნდა გვახსოვდეს, რომ 12 პუნქტი არის დამატებითი პირობები, რომლებიც ზედ ერთვის უზარმაზარ დოკუმენტს, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ჰქვია. 2014 წლიდან ვართ ამ გზაზე და ამ გზის ფარგლებში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობა დავიწყეთ ევროკავშირთან და ა.შ.“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

big_banner
არქივი