logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი
- +

19 სექტემბერი. 2023. 09:17

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრას  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პარტნიორობის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები.

 

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.

 

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეის ერთგულია საქართველო.

 

შეხვედრაზე განვიხილეთ გლობალური პარტნიორობის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები. ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვა მეტად პროგრესული და მდგრადი სამყაროს შესახებ“, -  აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

 

https://x.com/gharibashvilige/status/1703850940917248130?s=46

 

 

big_banner
არქივი