logo_geo
ილია დარჩიაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2023. 10:06

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა და ჰაკან ფიდანმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები.

 

მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის გამო, რაც მათი შეფასებით ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობისა და პარტნიორობის მორიგი გამოხატულება იყო.

 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და აღნიშნეს ამ პროცესში როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის განსაკუთრებული როლი. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის საკითხზე.

 

ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის ბრწყინვალე თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში.

 

 

big_banner
არქივი