logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
- +

22 სექტემბერი. 2023. 11:14

 

 

რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს.

 

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს.  რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

 

 

big_banner
არქივი