logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ციხეებში ნამდვილი მანიაკური სისტემა იყო ჩამოყალიბებული. ტანჯვის, წამების მეთოდები, ნამდვილად ბოლშევიკური და ფაშისტური რეჟიმისთვის დამახასიათებელი
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:22

 

 

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ციხეებში ნამდვილი მანიაკური სისტემა იყო ჩამოყალიბებული. ტანჯვის, წამების მეთოდები, რაც გამოიყენებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს, ეს იყო ნამდვილად ბოლშევიკური და ფაშისტური რეჟიმისთვის დამახასიათებელი წამების მეთოდები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

პრემიერმა 11 წლის წინანდელი მოვლენები და 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვება „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაფასა. სხვა თემებთან ერთად, ღარიბაშვილმა პატიმართა წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ განცდილზეც ისაუბრა.

 

„ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. არაადამიანების მიერ მართული სისტემა. ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ციხეებში ნამდვილი მანიაკური სისტემა იყო ჩამოყალიბებული. ტანჯვის, წამების მეთოდები, რაც გამოიყენებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს და მისი მჩაგვრელი, უსამართლო რეჟიმის, ანტიქართული, ანტიეროვნული რეჟიმის მიერ, ეს იყო ნამდვილად ბოლშევიკური და ფაშისტური რეჟიმისთვის დამახასიათებელი წამების მეთოდები. ეს ჩვენ კარგად ვიცით“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთ პატარა საკანში რამდენიმე პატიმარი ერთად იმყოფებოდა.

 

„ერთ პატარა საკანში, რა თქმა უნდა, ისიც საშინელი, გაურემონტებელი და ჯოჯოხეთური იყო, ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტური მასალა ჯერ კიდევ არსებობს სამინისტროში, 20 კვ.მ საკანში 20-30 ადამიანი იყო გამომწყვდეული. როდესაც ადამიანების ძილის დრო მოდიოდა, რიგ-რიგობით 2 საათი იძინებდნენ ისე, რომ არ წაქცეულიყვნენ. ეს რეალობა იყო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი