logo_geo
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
- +

13 მარტი. 2024. 13:56

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 

დაბა ჩაქვში, ტურისტულად აქტიურ  ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინფრასტრუქტურა. პარკის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

 

დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას ევროპული სტანდარტების, განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ. განხორციელდა შენობის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი.  სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. სამუშაოების ღირებულება 1 600 000 ლარია.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. გაზი სოფელ ხალას 205 აბონენტს ჩაერთვება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხალაში ჯემალ კახიძის ოჯახში გაზი აანთო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში 27 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირება, ბუნებრივი აირი 12 418 აბონენტს მიეწოდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. გაზიფიცირების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელდა.

 

ქობულეთში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მერმა ლევამ ზოიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

big_banner
არქივი