logo_geo
რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- +

21 აგვისტო. 2018. 18:54

 

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავებულია.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი