logo_geo
დაიღუპა კაცი, რომელსაც ბორჯომში ჯერ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ კი ტრაილერი დაეჯახა
- +

25 აგვისტო. 2018. 20:01

 

უბედური შემთხვევა მოხდა ბორჯომში. ავარიისას 46 წლის კაცი დაიღუპა. მას ჯერ მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შემდეგ ტრაილერი დაეჯახა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძღოლის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი