logo_geo
ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს
- +

22 სექტემბერი. 2018. 19:47

 

 

ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა 04:00 საათზე მოხდა.

 

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კლუბში ნიღბიანი მამაკაცი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა.

 

ადგილობრივებისვე ინფორმაციით, კლუბიდან წაღებულია 5000 ლარი.

 

შსს–ს აცხადებენ, რომ დამნაშავის დაკავების მიზნით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

big_banner
არქივი