logo_geo
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
- +

17 იანვარი. 2019. 02:51

 

 

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა განაცხადა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჯერ უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე.

 

„ამჟამად ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო, მოძრაობა შეზღუდულია კობი-გუდაურის მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამის ადგილებს დაათვალიერებენ. მათი რეკომენდაციის საფუძველზე, დაიწყება სამუშაოები და მოძრაობა აღდგება. სხვა მიმართულებით ამჟამად შეზღუდვები არ ფიქსირდება“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

 

 

big_banner
არქივი