logo_geo
ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა
- +

17 თებერვალი. 2019. 10:51

 

 

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში მეწყერის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. დაზიანდა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები.

 

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.

 

სტიქიის ზონაში ღამე სპეციალურმა ტექნიკამ იმუშავა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ჯგუფები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

 

„ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი „სოკარ ჯორჯია“ დაზიანებულ მილებს აღადგენს“, - განაცხადა ქუთაისის მერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი