logo_geo
გურჯაანის საბავშვო ბაღში ქვეწარმავალი ღუმელთან აღმოაჩინეს
- +

21 მარტი. 2019. 21:35

 

 

სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი გაურკვეველი ვადით დაიკეტა. მიზეზი ღუმელთან აღმოჩენილი ქვეწარმავალი გახდა, რის გამოც 100-მდე აღსაზრდელი სხვადასხვა საბავშვო ბაღში დროებით გადაანაწილეს.

 

გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში.

 

პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი