logo_geo
კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
- +

13 ოქტომბერი. 2023. 22:06

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

 

 

როგორც თვითმხილველებმა „იმედინიუსს“ უთხრეს, ერთმანეთს „ვაზ-21“-ის და MERSEDES-BENZ - ის მარკის ავტომობილები შეეჯახა, რომლის შედეგად ერთ-ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

big_banner
არქივი