logo_geo
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე UNICEF-ის წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა
- +

26 ოქტომბერი. 2023. 18:44

 

 

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად, დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა.

 

მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

„საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, იესპერ მოლერთან. განვიხილეთ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები ოზურგეთში. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობის გაგრძელებას მივესალმებით. მადლობას ვუხდი ბატონ იესპერს და მის გუნდს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“ - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

big_banner
არქივი