logo_geo
სოფელ ოკამში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
- +

31 ოქტომბერი. 2023. 10:51

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 296 მეტრი სიგრძის გზის ასფალტბეტონის საფარის დაგება.

 

გზაზე ამჟამად რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ აწარმოებს.

 

პროექტის განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს არსებულ პრობლემას მოუგვარებს და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

 

 

big_banner
არქივი