logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: 2023 წლის ბოლოსთვის ქალაქ ჯვარში დასრულებული იქნება წყალმომარაგების პროექტი და მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
- +

2 ნოემბერი. 2023. 21:29

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პროექტის შესახებ ისაუბრა.

 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში: ქალაქ ჯვარში 48 000 მეტრი წყალმომარაგების გამანაწილებელი მილსადენი და დაახლოებით, 5000 მეტრი თუჯის გადამცემი ხაზი მოეწყო; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 კუბური მეტრის მოცულობის ორ რეზერვუარს; მოეწყო 8 ჭაბურღილი შემკრები რეზერვუარით, სატუმბი სადგურითა და სატრანსფორმატოროთი. დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოების ჯამური ფიზიკური პროგრესი 90%-ს შეადგენს.

 

 

„ქალაქ ჯვარში წყალი უკვე გაშვებულია. ვაგრძელებთ მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს. როგორც წინა წლის მინისტრის საათის დროს შეგპირდით, ჯვარი ერთ-ერთი ის მდებარეობაა, სადაც წელს 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება გვექნება“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

big_banner
არქივი